|
სამონადირეო მეურნეობა "დალის მთა" მდიდარია როგორც სანადირო, ასევე არასანადირო სახეობებით.
იმ ძუძუმწოვრებიდან და ფრინველებიდან, რომლებიც გვხვდება ჩვენი სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე, ბევრი შესულია საქართველოს წითელ წიგნში და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUჩN) წითელ ნუსხაში.
თუ თქვენ ფოტონადირობით ხართ გატაცებული ჩვენთან ბევრ საინტერესო რამის ნახვისა და გადაღების საშუალება გექნებათ.
არასანადირო ძუძუმწოვრებიდან გვხვდება:
1. აფთარი;
2. გარეული კატა;
3. ლელიანის კატა;
4. წავი;
5. სხვადასხვა წვრილი ძუძუმწოვრები.
არასანადირო ფრინველებიდან კი:
1. მცირე ჩვამა – შეტანილია საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
2. დიდი თეთრი ყანჩა - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
3. შავი ყარყატი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
4. სისინა გედი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
5. მყივანა გედი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
6. სვავი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
7. ორბი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
8. ბატკანძერი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
9. თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
10. მთის არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
11. ბეგობის არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
12. გველიჭამია არწივი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
13. შავარდენი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
14. ველის კირკიტა - IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
15. დურაჯი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
16. გნოლი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
17. რუხი წერო - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
18. წეროტურფა - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში;
19. სარსარაკი - შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და IUჩN-ის საერთაშორისო წითელ ნუსხაში;
საქართველოს ფაუნის ამ იშვიათი წარმომადგენლების ნახვა საკმაოდ ძნელია. მათთვის თვალის შევლება ალბათ ამიტომაც არის ასეთი ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი. შეიძლება გაგიმართლოთ და სურათის გადაღებაც მოასწროთ. ეს ფოტოები დაამშვენებს თქვენს ფოტოალბომს და ნამდვილად გექნებათ უფლება სიამაყით აჩვენოთ ისინი მეგობრებს.
|